Tag Online-ექსკლუზივი

„ანწუხელიძე – ომის ნამსხვრევები” – პირადი ისტორიები, როგორც ომის საერთო გამოცდილების ნაწილი

„ვიცით, რომ რაც ადამიანი არის, სულ ომია, დღესაც ომია სადღაც, გუშინაც იყო, ხვალაც იქნება. მაგრამ არასდროს გგონია, რომ ეს ომი შენთან მოვა. როცა მოდის, მაშინაც არ იჯერებ.” ომს თავისი წესები აქვს და ამ წესებიდან უპირველესი ალბათ ეს არის: თუ არ…

 რა გამოგვრჩა?

როგორ არ მიყვარს ფილმის ან წიგნის რეკომენდაციას მოყოლილი ეს ინერციული შეკითხვები. ყველა ნარჩევი ვიზუალური თუ ვერბალური ტექსტი მენანება რაობრივ და ჟანრობრივ ჩარჩოებში მოსაქცევად.

შორეული მზეების მტრობა 

თანაფას ანტი-პასტორალური ქადაგება შორეული მზეების მტრობა, იგივე „თანაფა“ — ეს არის გასვენება, ერთგვარი ეპისტემური პანაშვიდი სრულიად რეალობისა. სიამოვნებით ვესწრები ამ დისკურსიულ ქელეხს. ვფურცლავ და გლოვის მძიმე შრომას ვადევნებ თვალს. მზესთან ერთად კვდება არა მხოლოდ სამყარო — სინათლის, როგორც ხილვადობის ერთგვარი…

„გზაჯვარედინები წერისათვის“ – ირაკლი შამათავა ნატო ინგოროყვას პოეტური კრებულების შესახებ

ვისლავა შიმბორსკა სანობელო სიტყვაში „პოეტი და სამყარო“ წერს: „სიტყვის წარმოთქმისას ყველაზე რთული პირველი ფრაზაა. მგონი, ეს უკვე მოვახერხე. მაგრამ ვგრძნობ, რომ შემდეგი ფრაზებიც არ უნდა იყოს ადვილი – მესამე, მეექვსე, მეათე, თვით უკანასკნელიც კი, მე ხომ პოეზიაზე საუბარს ვაპირებ. ამ…

პარალელური ხაზები იკვეთება აქ

არის ისეთი წიგნები, რომლებიც გვიბიძგებენ ფიქრისკენ და უკვე წაკითხულ ტექსტს, ჩვენს გონებაში გადახარშულსა და გათავისებულს, თავდაყირა აყენებენ, შეიძლება შეეჭვდე კიდეც – ნამდვილად წაიკითხე თუ არა ის ტექსტი, რომელიც არათუ წაგიკითხავს, არამედ გისწავლია, გიმსჯელია და მასზე დაგიწერია კიდეც სასკოლო თხზულება მაინც.…

„მელიას კუდი” | ინტერვიუ თამარ ჟღენტთან

ზვიად კვარაცხელია: თამაზ ჭილაძემ ადრე მითხრა, რომ მეორე წიგნია მთავარი. დებიუტანტს ბევრ რამეში უწევენ შეღავათს, მაგრამ როცა პირველ წიგნს გამოსცდები, საკუთარ თავსაც სხვა ამოცანებს უწესებ. „მელიას კუდზე“ ტკბილ-მწარე გამოხმაურებები თუ მისწვდა ავტორის ყურს? თამარ ჟღენტი: პირველ რიგში, გამოვტყდები, რომ „მელიას კუდი“…

წარსულის თარგმნა რომანიდან რომანში – გოგა ქობალიას „სიკვდილი პაპანაქება მზეში“

თანამედროვე ქართულ ლიტერატურას ვინც კარგად თუ არა, მეტ-ნაკლებად კარგად მაინც იცნობს, იმათგან ყველამ იცის ბესიკ ხარანაულის „მკვდრების სიმღერა“, იცის და წაუკითხავს რომელია, ხანდახან ისეთსაც გადაეყრები, ზეპირად რომ ჩაიბუტბუტებს, რადგან ამ ლექსს არ უხდება ხმამაღლა, ომახიანად თქმა. მკვდრები ჩვენ ვართ და…

„მობაძავ ჩემდა იყავით“

ქრისტიანობა გამბედავების რელიგიაა, მაგრამ გამბედაობას აუცილებლად გონიერება სჭირდება, სხვაგვარად ის შეიძლება სისასტიკესა და ძალადობაში გადაიზარდოს. ქრისტიანობა დღემდე სწორედ გაბედულმა ადამიანებმა გაავრცელეს და შემოგვინახეს.  გამბედავები იყვნენ მოციქულები, დიდი მღვდელმთავრები − იოანე ოქროპირი, ათანასე დიდი, ჩვენი დიდი პატრიარქები − კირიონი, ამბროსი და სხვები.  სამწუხარო ფაქტია, რომ…

თამარ მღებრიშვილის ნულოვანი წერტილი

„უჩემობის”  ამბავი   ნათქვამია, რომ არსებობს მხოლოდ ორგვარი ამბავი: ერთი, როცა გმირი მოგზაურობაში მიდის, და მეორე, როდესაც უცნობი ჩამოდის ქალაქში. თამარ მღებრიშვილის “სად არის სახლი?” უცნობის არა, მაგრამ გაუცხოებულის ჩამოსვლით იწყება. „ჩამოვიდა დედაჩემი დიდი ხნის შემდეგ და მომიტანა უჩემობის ის ოცი წელი.” …

ალეკო ცქიტიშვილი, როგორც პროფესორი დოუელი

ალეკო ცქიტიშვილი ბედთან გაჯიუტებული ადამიანია, თითქოს საკუთარ თავს არ აღიარებს, შეხედავ, ჩინოვნიკს ჰგავს, სახელი და გვარიც ისეთი აქვს, „თელასის“ თანამშრომელი გეგონება. არადა, პოეტია, მის ცხოვრებისეულ სირთულეებს თუ გავითვალისწინებთ, ხანდახან გმირიც. სხვათაშორის, გალაკტიონზეც ზუსტად იგივეს ვფიქრობ. ენგელსის წვერი, პორტფელი, შარვალ-კოსტუმი… გეგონებოდა,…

შესვლა
რეგისტრაცია