Tag რედაქტორის-არჩევანი

დაშენება

მამუკა სავსე მთვარის მკრთალი ნათელით მოფენილ ეზოს გადაჰყურებდა ფანჯრიდან და თან თავისი საყვარელი ფინჯნიდან მაყვლის ჩაის ხვრეპდა. არ უყვარდა წელიწადის ეს დრო, მალე ღამდებოდა და ყველაფერი ატალახებული იყო. სამსახურიდან სახლამდე ფეხით მოდიოდა ხოლმე, ქალაქში მშენებლობების, ტრანსპორტის გაუმართაობისა და კანტიკუნტად შემორჩენილი…

ფანჯარა სორენტოში

ჩვენი ფანჯრები ცნობისმოყვარე ტურისტებისთვის ნამდვილი სამოთხეა. არც დახრა გინდა, არც თითის წვერებზე აწევა. შემობოდიალდები მრგვალ ეზოში, მარჯვნივ გამოიხედავ და, ფაქტობრივად, გეძახის ეს ფანჯრები ფარდაზე ჩაყოლებული ხელოვნური წიწაკებისა და ლიმონების ასხმულებით. გეგონება, საგანგებოდ საშუალო სიმაღლის ადამიანისთვის გამოჭრეს. დააცეცებენ თვალებს, გააფრქვევენ გაოცებისა…

ფილმებს რომ დავატარებდით…

ნაღველი, სიმტკიცე და სიკეთე – ამ სამ სიმზეა აწყობილი ზაალ სამადაშვილის მოთხრობები. იშვიათად, რომელიმე ქართველ მწერალთან მახსოვდეს მედეგობისა და თუნდ სულ პატარა კეთილშობილების ასეთი დაჟინებული ძიება ცხოვრებაშეუმდგარ ადამიანებში და, ამავე დროს, გაუნელებლად ფხიზელი ხედვა მიზეზებისა, რამაც მათი ცხოვრება დაამსხვრია… დავით…

ჰერცოგი თავის სამფლობელოში

ტრუმან კაპოტემ მეოცე საუკუნის ლიტერატურულ სამყაროში თხრობის რევოლუციური სტილი დაამკვიდრა – ჟურნალისტიკა გარდაქმნა. მის ტექსტებში უბადლო ლიტერატურულ ოსტატობას ალღო, მახვილგონიერება და თანაგანცდა ერწყმის. 1957 წელს ჟურნალში „ნიუ-იორკერი“ დაიბეჭდა კაპოტეს ინტერვიუ ამერიკელ მსახიობ მარლონ ბრანდოსთან, რომელსაც კიოტოში ჯოშუა ლოგანის ფილმ „საიონარას“…

დაწყევლილი დღესასწაული

აკაკი წერეთელი თავისი ლიტერატურული სამფლობელოების საზღვრებს ყოველთვის ფხიზლად იცავდა, რადგანაც კარგად იცოდა, რომ ერთი გვირგვინი ორი თავისთვის მეტისმეტად ვიწროა. ესაა მთავარი მიზეზი, რის გამოც იგი დიდი ხნის მანძილზე დარჩა გაბატონებულ ძალად ქართულ პოეზიაში. იქაც კი იყო, სადაც ყოფნას არასოდეს ისურვებდა, და იმათ შორისაც იკარგებოდა, ვისაც თვითონვე გაუკაფა გზა-კვალი. აკაკი წერეთელმა პოეტობა მოდურ საქმიანობად აქცია და ახალგაზრდებს ლექსის წერის ჟინი გაუღვიძა. ისინიც საზრდოობდნენ მისი მელოდიებით, ინტონაციებით, სიტყვათწარმოებით, ლექსიკით, რითმებითა და ფორმებით. გამრავლდა მიმბაძველთა და იმიტატორთა რიცხვი, ყოველ მეორე ლექსში გაისმოდა „ხმა ბულბულისა“ და „გულამოსკვნილი ტირილი“. უზარმაზარია ამ „ლიტერატურიდან წაშლილი თაობის“ ნეკროპოლისი, რომელიც სწორედ აკაკი წერეთლის მიმბაძველობამ დაღუპა. აკაკის გავლენის დაძლევა უთანასწორო ძალასთან დაპირისპირებას ნიშნავდა და სწორედ ამან გამოიწვია აზროვნების, კულტურისა და ცნობიერების კრიზისი იმდროინდელ ქართულ ლიტერატურაში. XX საუკუნის ქართული პოეტიკის განვითარება შეფერხდა, იმდროინდელ გლობალური პოეზიის პროცესებს ჩამორჩა და XIX საუკუნის ჩარჩოებში ჩაიკეტა. ტირაჟირებული განცდებითა და ექსპლუატირებული სახეებით მოქანცული ქართული პოეზია რეფორმასა და ფორმების, თემების, რითმების, რიტმული და ინტონაციური წყობის განახლებას საჭიროებდა. ამიტომაც, მხოლოდ მას შემდეგ, რაც აკაკი წერეთელი და იმავე წლის 27 ივლისს ვაჟა ფშაველა გარდაიცვალნენ, იერარქია მოირღვა, ლიტერატურული სივრცე უზენაესი ავტორიტეტებისგან გაიწმინდა და ახალგაზრდებისთვის ასპარეზი გათავისუფლდა. ვინც გუშინ აკაკის ცხენად ყოფნას ნატრობდა, დღეს მის წინააღმდეგ გამოდიოდა და საკუთარ პრეტენზიებს აცხადებდა სამეფო ტახტზე. ახალგაზრდა პოეტები თვითგანდიდების გზას დაადგნენ. სწორედ ამ პერიოდში, ქუთაისში, თითქმის ყოველ საღამოს იკრიბებოდნენ ხალისიანი, ნიჭიერი, ამბიციური და ჩხუბისთავი ყმაწვილები, რომლებიც პერიოდულ პრესაში დროგამოშვებით ლექსებსაც აქვეყნებდნენ. მართალია, ამ ლექსებს მხატვრული სრულყოფა აკლდა, ბევრი რამე იყო დასახვეწი და ეპიგონური, მაგრამ ახალგაზრდებს უყვარდათ პოეზია და უჭირდათ ერთმანეთთან განშორება. უძილო ღამეების მოტრფიალეები ხან ჰოფმანურ საღამოებს აწყობდნენ და ერთმანეთს შიშისმომგვრელ ისტორიებს უყვებოდნენ, ხანაც ხმაურით დასეირნობდნენ ქალაქის ქუჩებში. უამინდობის დროს კი რომელიმე მოზრდილ სადარბაზოს შეეფარებოდნენ და დილამდე პოეზიაზე საუბრობდნენ. კათოლიკური ეკლესიის საფეხურებზე შემომსხდარნი ერთმანეთს ახალდაწერილ ტექსტებს უკითხავდნენ, ქართული ლიტერატურის მომავალზე აზარტულად კამათობდნენ და ხელოვნებას რეალობაზე მაღლა აყენებდნენ. მეგობრებს შორის ყოველთვის გამოირჩევა ერთ-ერთი, რომელიც ყველას იზიდავს და ემოციური ცენტრის ფუნქციას ასრულებს. ამ ჯგუფის ასეთი გული […]

რუსთაველი და ჰომეროსი

„…დადგება დრო, როდესაც მთელი მსოფლიო აღიარებს ამ გენიალურ პოემას, რომელსაც ასევე გენიალურ „ილიადასთან“ და „ოდისეასთან“ არაერთი მსგავსება აღმოაჩნდა, თუმცა კი, ამ მსგავსებათა მიუხედავად, რთულია იპოვო ერთმანეთისგან ასე განსხვავებული პოემები…“ რუსთაველი და ჰომეროსი, „ვეფხისტყაოსანი“, „ილიადა“ და „ოდისეა“ ქართველი და არამხოლოდ ქართველი…

შესვლა
რეგისტრაცია