ჩვენ შესახებ

„შეუძლებელია, დანაშაულია, მწერალმა ზურგი შეაქციოს ქვეყნის ტკივილებს. ეს ტკივილები მრავალნაირი და მრავალფეროვანი იყო და არის დღესაც. ცხადია მწერლობას არ შეუძლია იყოს ნეიტრალური, ინერტიული ეპოქისა და ხალხის წინაშე. მას არ შეუძლია უსტვინოს მარტო „ტკბილ ხმაზე“, როცა საუკუნე ბღავის ბრძოლის საყვირებით“. — პოეტი ნიკოლო მიწიშვილი, ჟურნალ „ქართული მწერლობის“ პირველი, 1926 წლის ნომერი, რომლის დამაარსებელი და გამომცემელიც თავად იყო.

ჟურნალი 21-ე საუკუნის 20-იანი წლების საქართველოში რეპრესიული მანქანის წინააღმდეგ აღვადგინეთ — სიტყვის თავისუფლების დასაცავად. თავისუფალი მწერლობისა და ხელოვნების მხარდასაჭერად.

მავანმა ბერიას აჩრდილი გამოიხმო და გააღვიძა „მწერალთა სახლშიც“, მუზეუმებშიც, კინოცენტრშიც, სამხატვრო აკადემიაშიცა და კონსერვატორიაშიც, ჩვენ კეთილი, ნიჭიერი, პატრიოტი, პროფესიონალი ადამიანები უნდა გავაერთიანოთ ქართული მწერლობის, თავისუფლებისა და ერთადერთი სამშობლოს გადასარჩენად.

სარედაქციო ჯგუფი

ირაკლი კაკაბაძე
რედაქტორი
ირაკლი კაკაბაძე
ზვიად კვარაცხელია
რედაქტორი
ზვიად კვარაცხელია
ნატო გორდელაძე
კორექტორი
ნატო გორდელაძე
თეონა ჭანიშვილი
დიზაინერი
თეონა ჭანიშვილი
თაკო სონღულაშვილი
ციფრული რედაქტორი
თაკო სონღულაშვილი
შესვლა
რეგისტრაცია