29

#29 — ყდა
#29
მარტი, 2026
ნაირა გელაშვილი
© ლელი ბლაგონრავოვა
რედაქტორებისგან

2004 წელს დაიბეჭდა ზურა მესხის მცირე რომანი – „ჩვენი უცოდველობა, მამავ!“, მან თითქოს ხელახლა გააღვიძა ინტერესი იმ იდუმალი ავტორის მიმართ, რომლის კალამსაც ეკუთვნის „სპაზმები“.

რომანში ერთ ეპიზოდურ, თუმცა განსაკუთრებულ პერსონაჟს ვხვდებით, ამ ტექსტის სხვა მღვდლებისაგან განსხვავებულ სასულიერო პირს. ის არ არის ცენტრალური გმირი, მაგრამ მის არსებობას თითქოს მთელ ტექსტზე გადაჭიმული ჩრდილი ახლავს.

ეს არის მღვდელი, რომელმაც ეკლესია დატოვა. არა უარყოფის გამო, არა რწმენის დაკარგვის გამო, არამედ ტკივილის გამო. მან დაინახა, რომ ეკლესიის წიაღში ბევრი არ იყო მოწოდებული ღვთისმსახურებისთვის, რომ იქ არსებობდა მთავარი ძლიერი ძალა, რომელიც სულიერებასთან შეუთავსებელი იყო, ყოფილი „კაგებეს“ თანამშრომლები. მისი ტრაგედია მხოლოდ ეს აღმოჩენა არ არის. უფრო მძიმე აღმოჩნდა ის, რომ ამაზე არავინ საუბრობდა, არავინ ინანიებდა, არავინ აღიარებდა.

სიჩუმე იყო ყველაზე მძიმე ცოდვა.

და ამ სიჩუმემ, ამ უთქმელმა სიმართლემ იგი პიროვნულად დაანგრია.

ამიტომაც წავიდა. წავიდა ეკლესიიდან და შეაფარა თავი კლდეს, გამოქვაბულს, სიმარტოვეს – თითქოს ილიას განდეგილის მსგავსად.

გარშემო უამრავი შენობა შენდებოდა, მაგრამ სიცარიელე მეფობდა ამ ეკლესიებში, ქრისტე იყო განდევნილი ქრისტესივე სახელით.

რთული იყო ყველგან ადამიანის, როგორც ღვთის ხატის, გადარჩენა იმ ქარტეხილებში, რაც ჩვენმა ქვეყანამ გამოიარა ბოლო ათწლეულებში.

როგორ არ ვთქვათ, რომ ქართულმა ლიტერატურამ, ქართულმა პოეზიამ ეს შეძლო და გადაარჩინა, შეძლო ნამდვილი ტაძრების აშენება, სადაც სულიერი და ადამიანური თავშესაფრები შექმნა, ამის ნიმუშებად ნაირა გელაშვილის ახალი ლექსებიც დავბეჭდეთ ამ ნომერში.

სიმბოლურია, რომ ჟურნალის ეს ნომერი სწორედ აპრილში, აღდგომის დღეებში მოვა თქვენამდე, აღდგომა ხომ მხოლოდ ზეიმი არ არის, ეს არის განახლების, სინანულისა და სიმართლის თქმის დრო.

ისიც სიმბოლურია, რომ ამავე ნომერშივე გადაფურცლავთ ზაალ ჩხეიძის წერილსაც: „ეს მოხდა აპრილში, აღდგომის კვირაძალზე“… იქნებ სწორედ ახლაა ის დრო, როდესაც თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავში იპოვოს პასუხი, რას ნიშნავს რწმენა მაშინ, როცა სიმართლე მტკივნეულია.

სარჩევი
04
პოეზია
ახალი ლექსები
ნაირა გელაშვილი
08
პოეზია
ლექსები
ნინა მამალაძე
10
პროზა
სულდადგმული
სოფიო კუბლაშვილი
14
პროზა
პოლიტპატიმრის ჩანაწერები
რეზო კიკნაძე
18
ინტერვიუ
ნაბიჯი „არაფრიდან“ ყველაფრამდე და პირიქით | დიალოგი
იანე თელერი და ქეთი ჩართოლანი
20
რეცენზია
ვინ წყვეტს, რა არის სიმართლე? | ტუვე დიტლევსენის „კოპენჰაგენის ტრილოგია“
თამარ მღებრიშვილი
26
რეცენზია
დანიური თანამედროვე ლიტერატურა ბავშვთა და მოზარდთა ემოციური განვითარებისთვის
მელანო კობახიძე
29
კრიტიკა
ჩრდილის კაცი – თამაზ ჭილაძე
ნატო ინგოროყვა
32
თარგმნილი პროზა
არაფერი შიშის გარდა
კნუდ რომერი
დანიურიდან თარგმნა ირინა გერკეულმა
35
თარგმნილი პოეზია
ლექსები
კულუკ ჰელმსი
დანიურიდან თარგმნა ზაზა უჯმაჯურიძემ და მანანა მათიაშვილმა
38
თარგმნილი პოეზია
ლექსები
იაჰია ჰასანი
დანიურიდან თარგმნა ზაზა უჯმაჯურიძემ და მანანა მათიაშვილმა
42
ინტერვიუ
დღეს სხვა კულტურებთან დიალოგის გარეშე წესიერი საზოგადოება ვერ იარსებებს | ინტერვიუ დარეჯან კიკოლიაშვილთან
ესაუბრა თამარ მღებრიშვილი
47
რეცენზია
რეჟიმის მაიმუნი
ნესტან ნენე კვინიკაძე
48
კრიტიკა
„ეს მოხდა აპრილში, აღდგომის კვირაძალზე“ | ნუგზარ შატაიძის „გეგათ ოლა“
ზაალ ჩხეიძე
შესვლა
რეგისტრაცია