27

#27 — ყდა
#27
იანვარი, 2026
ირაკლი ლომოური
© ლევან ზაზაძე
რედაქტორებისგან

მწერალი ირაკლი ლომოური ჩვენ თვალწინ მწერლის პორტრეტს წერს, თითქოს ახალ პორტრეტს, მაგრამ სავსეს წინაპარი მწერლების შტრიხებით.

ის გვაფიქრებს თანამედროვე მწერალზე, მწერალზე, როგორც პასუხისმგებლობიან მოქალაქეზე, გვაფიქრებს ჩვენი დროის ლიტერატურაზე, როგორც სივრცეზე, სადაც პროტესტი შეიძლება არსებობდეს უხმოდ; მაგრამ ეს ჩუმი პროტესტი შეიძლება ყველაზე ხმამაღლა ყვიროდეს და სივრცეზე, სადაც მწერალი მხოლოდ კალმით არ იბრძვის, იბრძვის საკუთარ მკითხველთან ერთად და საკუთარი მკითხველისთვის, ან პოტენციური მკითხველისთვის, რომელსაც შეიძლება ირაკლი ლომოურის სახელი ჯერაც არ გაუგია და რუსთაველზე ჩავლისას, საბავშვო ბაღიდან თუ სკოლიდან გამოსულს მშობელთან ხელჩაკიდებულს შეუმჩნევია ტროტუარზე ან გზის გადაკეტვისას გასაშლელ სკამზე ჩამომჯდარი კეთილი მეზღაპრის სახის კაცი.

ვფიქრობთ ირაკლი ლომოურის პიროვნებაზე, მწერალზე, რომელიც ტრიბუნასთან არ დგას, მაგრამ მისი პროტესტი უსამართლობის წინააღმდეგ ყველაზე მეტად ხმაურობს.

ბესიკ ხარანაული წერს, რასაც ხვარამზე ჩაუვლიდა, ყველაფერი პოეზიად გარდაიქმნებოდაო, ასეა ირაკლი ლომოურიც – გარშემო ყველაფერს აკეთილშობილებს, წმენდს, სუფთა ჰაერივითაა ამ დაბინძურებულ დროებაში.

მადლობა მწერალს, მადლობა ირაკლი ლომოურს!

სარჩევი
04
პროზა
მეზღაპრე გაბრიელის, ბიჭუნა ლუკასა და გველეშაპ აბიბო I-ის ამბავი
ირაკლი ლომოური
16
პროზა
ფანჯარა სორენტოში
მაკა ცხვედიანი
20
პროზა
ბნელი შესახვევი
ვასო დოღონაძე
22
პოეზია
სიყვარული, ჯანყი, თოვლი…
ლელა კურტანიძე
23
რეცენზია
მისანმა უკვე იმღერა
ლევან ბერძენიშვილი
26
პოეზია
ლექსები
ნიქო გორგილაძე
30
კრიტიკა
„თავისუფლებისთვის გაგვათავისუფლა ქრისტემ“
არქიმანდრიტი ილია თოლორაია
33
რეცენზია
ლეილა ბეროშვილი ჩუმი პოეტიკის ძალა
ნათელა ჯანელიძე
34
რეცენზია
ლადო კილასონიას ახალი რომანი
გვანცა შუბითიძე
35
რეცენზია
„313“ წიგნი ყოველდღიური სინათლის პოვნაზე
ნატო ინგოროყვა
36
კრიტიკა
აფხაზეთის გემო
დალილა ცატავა
40
ინტერვიუ
„მინდოდა, ხმა დამებრუნებინა მათთვის, ვისაც იშვიათად უსმენენ“ | ინტერვიუ ურშულა ჰონეკთან
ინგლისურიდან თარგმნა და შესავალი დაურთო თამარ მღებრიშვილმა
44
თარგმნილი პოეზია
მეტიფე მერი
არიანე ფონ გრაფენრიდი
ინგლისურიდან თარგმნა ანი კოპალიანმა
46
თარგმნილი პროზა
მიღმა
უილიამ ფოლკნერი
ინგლისურიდან თარგმნა მედეა ზაალიშვილმა
შესვლა
რეგისტრაცია