24
უბედურება, და ყველას საერთო უბედურება, არის, რომ ჩვენ ვცხოვრობთ აბსურდში.
იმ აბსურდში, რომელიც ერთმა კაცმა და მისმა მომსახურე პერსონალმა ამ ქვეყნისგან შექმნა და თავდაყირა დააყენა ყველაფერი.
მე, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ სახელოვნებო აბსურდს – თეატრალური იქნება თუ ლიტერატურული. ჩვენ ვსაუბრობთ, არც ვიცი, რა დავარქვა, სამოქალაქო აბსურდზე, როცა მსხვერპლი არის დამნაშავე, როცა მოძალადე არის მოწმეც, ბრალმდებელიც და ყველაფერი ერთად აღებული…
/ზვიად რატიანის საბოლოო სიტყვა სასამართლო პროცესზე/
საზოგადოებრივ აღქმებში სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელება ერთგვარ მაგიას, ჯადოსნობას დაემსგავსა. მე ნამდვილად არ ვიცი, ამ საქმეზე სამართლიანობის მაგია შედგება თუ არა.
მაგრამ რისიც მჯერა, არის ის, რომ ამ საქმეს გაიხსენებენ.
არამხოლოდ მაშინ, როდესაც 9 აპრილისა და რუსთაველის ქუჩების კვეთაზე მოხვდებიან, არამხოლოდ მაშინ, როდესაც სასამართლოს ამ და სხვა დარბაზებში შემოვლენ,
არამედ ყოველთვის, სანამ პოეზია [მაშასადამე, ზვიად რატიანის სახელი] იარსებებს.
/ადვოკატ მარიამ პატარიძის დასკვნითი სიტყვა ზვიად რატიანის საქმეზე/