23

#23 — ყდა
#23
სექტემბერი, 2025
მზია ამაღლობელი
© „ბათუმელები“
რედაქტორებისგან

საქართველოს სახელით

„საქართველოს სახელით“ – ასე ჰქვია ლაშა ბუღაძის ბოლო რომანს, რომელიც 80-90-იანი საქართველოს მნიშვნელოვან ამბებზე გვიყვება, ავტორი 1991 წლის მოვლენების საუბრისას წერს, რომ:

„არსებითად, მართლაც შეგეძლო ფეხებზე დაგეკიდებინა ეს ქვეყანა, რადგან რაც ხდებოდა, ხდებოდა მხოლოდ რესპუბლიკის მოედნის მოჭრილი მუხიდან ყოფილი ლენინის მოედნამდე, თავისუფლების მოედანი რომ ერქვა ახლა. დანარჩენ საქართველოს თავისუფლად შეეძლო, განსაკუთრებული ყურადღება არც მიექცია იმისთვის, რაც ამ მცირე გეოგრაფიული ზონის შუაგულში ხდებოდა, თუმცა საქმეც ისაა, უკანასკნელ წლებში ჩამოყალიბებული ტრადიციის მიხედვით, სწორედ ეს მცირე გეოგრაფიული ზონა ყოფილიყო საქართველო და არა რაიმე სხვა, რაც ამ ზონის მიღმა არსებობდა“.

დღესაც ხომ ასეა, მკითხველო, განა დღესაც ეს ტრადიცია არ გრძელდება?! ეგაა, რომ უამრავი ადამიანი განდევნეს ამ ზონიდან და უსამართლოდ სჯიან ამ საქართველოს ერთგულებისთვის, უპირველესად ხომ თქვენც მზია ამაღლობელი გაგახსენდებათ, რომელიც ჟურნალ „ქართული მწერლობის“ ყდიდან შემოგცქერით და აქეთ გამხნევებთ და ბრძოლის მაგალითს გაძლევთ.

ჩვენც გვინდოდა, რომ მკითხველს ჟურნალის ეს ნომერი სწორედ მისი სახით გადაშლოდა, როგორც სიმბოლო იმისა, რომ თავისუფალი სიტყვა და სამართლიანობა საქართველოში იდევნება.

მზია ამაღლობელი ბევრისთვის ცნობილია როგორც ჟურნალისტი, რომელმაც შექმნა სივრცეები, სადაც შესაძლებელი იყო ხელისუფლების კრიტიკაც და საზოგადოების პრობლემებზე გულწრფელი საუბარიც. ჯერ იყო გაზეთი „ბათუმელები“, შემდეგ – ონლაინგამოცემა „Netgazeti“. ორივე მათ­განი დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის მაგალითად იქცა ქვეყანაში, სადაც მედიისთვის მუშაობა ყოველთვის მარტივი არ ყოფილა.

ჩვენთვის ბევრი რამის გამოა მზია ამაღლობელი ძვირფასი მოქალაქე და ადამიანი, მაგრამ უპირველესად კი იმიტომ, რომ ის იყო ჩაგრული ადამიანების ხმა, განსაკუთრებით ქალების, რომელთა ამბები ხშირად უხილავი რჩებოდა. ის ეხმარებოდა და ესარჩლებოდა მათ, ვისაც ხმა არ ჰქონდა და ვისი ტკივილიც ვერასოდეს მიაღწევდა ფართო საზოგადოებამდე და მით უმეტეს, უგრძნობი, ბრმა და გაზულუქებული ხელისუფლების წარმომადგენლებამდე, რომ არა მისი შრომა და პროფესიონალიზმი. ჟურნალისტი, რედაქტორი, წლების განმავლობაში უსამართლობას რომ აშუქებდა, ახლა თავად აღმოჩნდა სისტემის სამიზნეში. მისი უკანონო და უსამართლო დასჯა კი მხოლოდ მის პირად ბედზე არ აისახება, ეს არის დარტყმა ყველასთვის, ვისაც ერთხელ მაინც დასჭირვებია მზიას ხმა, რომელსაც სხვაგვარად ვერავინ გაიგებდა.

მზია ამაღლობელი სინდისის პატიმარია.

ეს შეფასება ემყარება არა ემოციას, არამედ ფაქტებს, მის პროფესიულ გზას, მის საქმის გარემოებებსა და იმ რეაქციებს, რომლებიც ქვეყნის შიგნით და გარეთ მოჰყვა მის დაპატიმრებას.

გვსურს, მკითხველს კიდევ ერთხელ შევახსენოთ: მზიაც, ჩვენი ზვიად რატიანიც და ყველა უსამართლოდ დაპატიმრებული ადამიანი, ჩვენი სინდისის პატიმრები, საქართველოს სახელით იბრძვიან, ჩვენც საქართველოს სახელით!..

P. S. 2025 წლის თბილისის ლიტერატურული ფესტივალიც, რომელსაც ჟურნალის ეს ნომერი ეძღვნება, საპროტესტო მუხტს ატარებს.
მისი მთავარი გზავნილია „კალამი დუმილის წინააღმდეგ“, რადგან დუმილი არის უარი ბრძოლაზე, სოლიდარობაზე, ჩაგრულთა დაცვაზე.

სარჩევი
04
პოეზია
ნეგატივი. 20 წლის შემდეგ
ზვიად რატიანი
05
თარგმნილი პოეზია
Negative. Twenty Years Later
ზვიად რატიანი
ინგლისურად თარგმნა თამარ ჟღენტმა
06
თარგმნილი პროზა
მორია
მაჩეი პლაზა
პოლონურიდან თარგმნა კატია ვოლტერსმა
12
რეცენზია
„მოვკვდები, ყველა კვდება“… ვინ დაახარისხებს მარჩინ ვიხას ნივთებს? | მარჩინ ვიხას რომანის შესახებ
ნესტან ნენე კვინიკაძე
14
თარგმნილი პროზა
სტრამერი
მიკოლაი ლოზინსკი
პოლონურიდან თარგმნა კატია ვოლტერსმა
20
თარგმნილი პოეზია
დარიუშ სოსნიცკის პოეზია
დარიუშ სოსნიცკი
პოლონურიდან პწკარედი კატია ვოლტერსის; თარგმანი შოთა იათაშვილის
24
თარგმნილი პროზა
გლუვი სხეული
პაოლო ჯორდანო
იტალიურიდან თარგმნა თეა ნიკობაძემ
28
თარგმნილი პროზა
Songlines
პაოლო ჯორდანო
იტალიურიდან თარგმნა ხათუნა ცხადაძემ
30
თარგმნილი პოეზია
ლექსები
ლუდმილა დიადჩენკო
უკრაინულიდან პწკარედი თამთა გუგუშვილის; თარგმანი ლელა სამნიაშვილის
32
თარგმნილი პოეზია
ლექსები
ივარს შტეინბერგსი
ლატვიურიდან თარგმნა ნინო იაკობიძემ
36
რეცენზია
რა ჩანს ქლიავის ხიდან? | იანე თელერის საყმაწვილო რომანზე „არაფერი”
ქეთი ნიკოლაძე
38
თარგმნილი პოეზია
ლექსები
პერუ საისპრესი
ესპანურიდან თარგმნა ქეთევან ხუსკივაძემ
42
თარგმნილი პოეზია
ლექსები
უილიამ გონსალეს გევარა
ესპანურიდან თარგმნა ქეთევან ხუსკივაძემ
44
თარგმნილი პროზა
სულიკო
პირკო საისიო
ფინურიდან თარგმნა დიმიტრი გოგოლაშვილმა
50
თარგმნილი პოეზია
ლექსები
კულუკ ჰელმსი
პწკარედი დანიურიდან ზაზა უჯმაჯურიძის; თარგმნა მანანა მათიაშვილმა
54
კლასიკა
ნაცნობი უცხოები: ქართული დიასპორა და საბჭოთა იმპერიის ევოლუცია
ერიკ სკოტი
ინგლისურიდან თარგმნა ქეთი ქანთარიამ
58
თარგმნილი პოეზია
ლექსები
ანა აიანოგლუ
ფრანგულიდან თარგმნა ბაჩანა ჩაბრაძემ
62
თარგმნილი პროზა
P/F
არამ პაჩიანი
სომხურიდან თარგმნა ასია დარბინიანმა
64
თარგმნილი პოეზია
ლექსები
აზად იაშარი
აზერბაიჯანულიდან თარგმნა ოქტაი ქაზუმოვმა
66
თარგმნილი პროზა
მამაჩემის ზღვა
დენიზ უტლუ
გერმანულიდან თარგმნა მაია პეტერ-მირიანაშვილმა
70
თარგმნილი პოეზია
ლექსები
ჟოფია ბალდიგა
ჩეხურიდან პწკარედი სალომე ხარძეიშვილის; თარგმანი შოთა იათაშვილის
74
თარგმნილი პროზა
ლეოპარდა
ანია შმიტერი
გერმანულიდან თარგმნა მაია ბადრიძემ
76
რეცენზია
ქინდერლენდ – ბავშვობა აღმოსავლეთ ბერლინში
მიხეილ ციხელაშვილი
შესვლა
რეგისტრაცია