19

#19 — ყდა
#19
მაისი, 2025
ეკა ქევანიშვილი
© ლელი ბლაგონრავოვა
რედაქტორებისგან

პოეტი ხშირად იმ დროს ლაპარაკობს ხმამაღლა, როცა სხვა ყველა დუმს.

ჩვენ ხშირად ვიხსენებთ იმ ადამიანებს, იმ ხმებს, რომლებმაც გაიმარჯვეს ცენზურაზე, გამოიარეს ციხე და დევნა, არ დაემორჩილნენ დუმილის იძულებას, რომლებმაც უთხრეს „არა“ ტოტალიტარიზმს, წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიტიკურ პროპაგანდას, თუნდაც ერთეულები დააფიქრეს, აალაპარაკეს, სულიერად გადაარჩინეს.

ეს არის გამორჩეული ადამიანების წინააღმდეგობის დიდი ისტორია თავისუფლების ჩახშობის წინააღმდეგ, ისტორია, როდესაც მწერლები იქცნენ არა მხოლოდ ხელოვანებად, არამედ სინდისად, სიმართლის ხმებად, რომლებიც არსებობდნენ და ქმნიდნენ „მიუხედავად ყველაფრისა“.

ჟურნალის ეს ნომერიც ისტორიის გაგრძელებაა, რატომ წერენ მაშინაც, როცა წერა აკრძალულია;
რატომ ქმნიან მაშინაც, როცა ხელოვნება დევნის ობიექტია;
რატომ ამბობს პოეტი სიმართლეს მაშინ, როცა სიმართლე ხმას კარგავს.

ქართველი პოეტი დღესაც ცდილობს იმავეს, რასაც თაობები ეწირებოდნენ – სიტყვებში გადაარჩინოს თავისუფლება.

ასეთ დროებაში ხომ სწორედ სიტყვა ხდება იარაღად, ის იქცევა საყრდენად მათთვის, ვისაც ეუბნებიან, რომ დუმილი გადარჩენის ფორმაა.

ჩვენთან ინტერვიუში ნანა აკობიძე ამბობს: „ფიქრის აღმძვრელი ხელოვნება ზრდის მოფიქრალი ადამიანების რიცხვს. მოფიქრალი ადამიანები არ უყვარს დიქტატურას არც ერთ დროსა და სახელმწიფოში. შესაბამისად, ნამდვილი ხელოვნება ის არსენალია, რომელიც იარაღს აწვდის ადამიანს და შეიარაღებული ადამიანი ან უკეთესად იცავს თავს, ან უკეთესად იბრძვისო“.

ამიტომაც, პოეზია ყოველთვის იყო და არის წინააღმდეგობის ადგილი – ადგილი, სადაც შესაძლებელი ხდება ის, რაც აკრძალულია. ადგილი, სადაც ქალი, ლტოლვილი, დევნილი, უმცირესობაში მყოფი, ბავშვი, ჩაგრული ადამიანი იძენს დაკარგულ ხმას.

ამ ნომერში შეხვდებით ავტორებს, რომლებიც გვაჩვენებენ, როგორ იბრძვის სიტყვა. აქ წაიკითხავთ იმ წარსულზე, რომელიც ჯერ არ წასულა, იმ აწმყოზე, რომელიც ხმას ითხოვს და იმ მომავალზე, რომელსაც შექმნის მხოლოდ სიტყვა, რომელსაც არ ეშინია.

სარჩევი
04
ინტერვიუ
თავისუფლებას, შესაძლოა, ხარისხი მოემატოს, არსით კი უცვლელი რჩება | ინტერვიუ ნანა აკობიძესთან
ესაუბრა თამარ მღებრიშვილი
08
პოეზია
ახალი ლექსები
ეკა ქევანიშვილი
14
პოეზია
ლექსები
ნატალი აბესაძე
16
პროზა
საწყალი ლევანი
ქეთი ჩიქოვანი
20
პროზა
მსხლის ხე
თამთა მელაშვილი
22
პროზა
თეთრი ვარდები
თეონა დოლენჯაშვილი
29
პროზა
აზაზელო სამოთხის კართან
დაჩი ლეფსვერიძე
34
პროზა
უკრაინული დღეები 3
ბექა ქურხული
40
რეცენზია
იქნებ დროა ვიყვიროთ… | პოლ ლინჩის „მისნის სიმღერაზე“
ნატა ქაჯაია
42
რეცენზია
ითამაშე, მაგრამ ნუ თამაშობ ! ლექსები გულის მაღაროდან | „აქ მიპოვი“ ნიქო გორგილაძის პოეტური კრებული
ნესტან ნენე კვინიკაძე
44
რეცენზია
სევდიანი მელოდია V/S მძლავრი კაცები | ჩარლზ დიკენსის „ინგლისის საყმაწვილო ისტორია
ნინო ვახანია
46
თარგმნილი პოეზია
თარგმნილი პოეზია
ნიზარ კაბანი, აბას მაჰმუდ ალ-აკადი, ელიას ალავი, ჯალალ ედ-დინ რუმი
არაბულიდან თარგმნა ბექა ყორშიამ
48
თარგმნილი პროზა
სამოთხე წინათ უფრო ლამაზი იყო
დანიელ ვისერი
გერმანულიდან თარგმნა მზია გალდავაძემ
შესვლა
რეგისტრაცია