17

#17 — ყდა
#17
მარტი, 2025
ანა კოპალიანი
© ნანო პაჭკორია
რედაქტორებისგან

სისტემა/1

უფუნქციო ფუნქციონერები.
ლაპარაკობენ პოლიტიკოსები, მაგრამ არაფერს ამბობენ.
ამომრჩევლები ხმას აძლევენ, თუმცა ვერავის ირჩევენ.
სადეზინფორმაციო საინფორმაციო საშუალებები.
საგანმანათლებლო დაწესებულებებში შესწავლილი სიბეცე.
დანაშაულის მსხვერპლს მოსამართლეები ასამართლებენ.
თანამემამულეთა წინააღმდეგ ომში ჩაბმული სამხედროები.
პოლიცია იმდენ კრიმინალს სჩადის, მის წინააღმდეგ საბრძოლველად დრო აღარ რჩება.
ზარალი ყველაზე თანაბრად ნაწილდება, მოგება – მხოლოდ ერთეულებზე.
ფული კაცზე თავისუფალია.
ნივთების სამსახურში ჩამდგარი ადამიანები.


სისტემა/2

ამ საბრალო, პატარა ცხოველებზე მეტი კაცობრიობისთვის არავის არაფერი უსწავლებია: ქამელეონთა დროებაა დამდგარი.

იქ, სადაც შენიღბვის კულტურა მთავარი კულტია, ყველას კულტურულს ეძახიან, ვინც სიმართლეს მალავს ოკულტისტურად.
ორსახოვანი მეტყველებით იწონებენ თავს გარდასახვის ოსტატები.
ენა გაორებულია, ორმაგია ბუღალტერია, მორალიც ორმაგია: ერთით საუბრობენ, მეორით ქმედებენ.
სამოქმედო მორალს უწოდეს რეალიზმი.
ამ რეალობასა და ძალაუფლებას კანონი ერთი აქვს.
იმისათვის, რომ მათ რეალობას არ გაუქარწყლდეს უტყუარობა, ვინც გვმართავს, თან ჩაგვჩიჩინებს, მორალი ვაქციოთ ამორალურად.


სისტემა/3

ამ ხანაში თუ არ იმარჯვე, ვერ გადარჩები.
გაიძულებენ, არჩევანი გააკეთო – მჩაგვრელი იქნები თუ ჩაგრული, მატყუარა თუ მოტყუებული.
დღეს გამუდმებით გაისმის ფრაზები: აბა, რა ჩემი საქმეა? ვერაფერს შეცვლი, სჯობს არ ჩაერიო.
ყველამ თავის თავს მიხედოს, თავი გადაირჩინოს.
ცრუთა დროება დამდგარა: პროდუქცია უხარისხოა, ნაწარმი ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, სამუშაო უვარგისია.
რიო-დე-ლა-პლატაში სულელს ვეძახით გულს.
იმიტომ არა, რომ სიყვარული შეუძლია. ასე ვეძახით, რადგან სულელივით ბევრს მუშაობს უანგარიშოდ.


ედუარდო გალეანო /1940-2015/ – „სისტემა“ /1989/
/ესპანურიდან თარგმნა ქეთევან ხუსკივაძემ/

სარჩევი
04
ინტერვიუ
თარგმნის პროცესში პასუხისმგებლობაზე ნაკლებად ვფიქრობ | ინტერვიუ ანა კოპალიანთან
ესაუბრა თინათინ ჭავჭანიძე
08
კლასიკა
ზვიად გამსახურდიას ფენომენი
ზვიად ცეცხლაძე
12
პოეზია
მკვლელობა კაფკას მოტივებზე და სხვა
სოფიკო კვანტალიანი
15
პოეზია
ლექსები
ნათია კაპანაძე
18
პროზა
ჩემი ნაკლიანი პერსონაჟები | ერთი წიგნის ამბავი
ნათო ყიფიანი
20
პოეზია
ლექსები
ნეკა ნათელაშვილი
22
პროზა
მოგონება
დავით ჭკუასელი
30
პროზა
ლინჩი
ხვიჩა ყალაბეგაშვილი
35
კლასიკა
ლესია უკრაინკა | ახლად აღმოჩენილი პოეტის პორტრეტი
დალილა გოგია
36
თარგმნილი პროზა
ჯოჯო არაა ადამიანი
ჯენეტ ფრეიმი
ინგლისურიდან თარგმნა ია ჯეჯელავამ
44
თარგმნილი პოეზია
ახალი ბერძნული პოეზია
ტასოს ლივადიტისი
ახალი ბერძნულიდან თარგმნა ალექსანდრე ჯინჭარაძემ
48
რეცენზია
ამ რეცენზიის ბოლოს შენ იტირებ
ალექს ჩიღვინაძე
50
თარგმნილი პოეზია
ორთქლმავალი
იულიან ტუვიმი
პოლონურიდან თარგმნა შოთა იათაშვილმა; პწკარედი - ქეთი ქანთარიასი
შესვლა
რეგისტრაცია