15/16

#15/16 — ყდა
#15/16
იანვარი/თებერვალი, 2025
რატი ამაღლობელი
© მზია საგანელიძე
რედაქტორებისგან

ჟურნალის დეკემბრის ნომერმა დაიგვიანა, იანვრისა და თებერვლისა კი ერთად ავკინძეთ და დავსტამბეთ, ალმანახივითაა, მშვენიერი გამოვიდა, მაგრამ ჩვენს ძვირფას ქვეყანაში, რა თქმა უნდა, როგორც ყველას და ყველაფერს ჩვენც, ჟურნალსაც, გამომცემლობასაც და ავტორებსაც მოგვწვდა პრობლემები, რომელიც არალეგიტიმური ხელისუფლების მმართველობითაა განპირობებული: უკანონობა, უსამართლობა, განუკითხაობა, სიდუხჭირე, რეპრესიები, მოღალატეთა აღზევება და ქვეყნის ღალატი.

ვიღაც ცნობილ ფრაზასაც გაიხსენებს სასკოლო სახელმძღვანელოს ლექსიდან: „რა დროს ლექსიაო?“, მაგრამ ქართული მწერლობა იბრძოდა და კვლავაც იბრძვის და ამბობს მთავარ სიტყვას, ქართველი ხალხის სათქმელს.

პოეტი რატი ამაღლობელი გალაკტიონის სიტყვებს იხსენებს ინტერვიუში:

„აზვირთებულ მსოფლიოსთან მისვლით შენ ბორკილის მეტს არაფერს კარგავ“

თანამედროვე ქართველი პოეტი, რომელიც საპროტესტო აქციების ტრიბუნია და რომელიც ახალი ქართული პოეზიის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია.

პოეტი და მოქალაქე, მოქალაქე და პოეტი, მწერალი და მოქალაქე, მოქალაქე და მწერალი – აი, დღევანდელი ქართული მწერლობა, აი, დღევანდელი სახე ქართული ლიტერატურისა, რომელსაც ბორკილები ვერ დაადეს და ვერ მოათვინიერეს ბოროტების იმპერიის ახალმა ქართველმა ვასალებმა.

ეს ქვეყანაც აიხსნის ბორკილებს, ამ მწერლების სამშობლო.

როდის?

უნდა ვიბრძოლოთ, ძვირფასო მკითხველო, უნდა ვიბრძო­ლოთ, რომ მალე დაგვიდგეს ეს ნანატრი დღე.

სარჩევი
04
ინტერვიუ
ამ ბრძოლიდან ჩვენ გაზრდილები, თავისუფლები და გამარჯვებულები გამოვალთ | ინტერვიუ რატი ამაღლობელთან
ესაუბრა თინათინ ჭავჭანიძე
06
პოეზია
ლექსები
თამარ მღებრიშვილი
09
პროზა
ზინა
მარიამო ჯანელიძე
12
პროზა
მოხუცის ოქრო
გოგა ქობალია
16
პროზა
მინიატიურები
ელენე ჯანელიძე
19
პროზა
თეთრი ბანტი
მაია ცირამუა
22
პროზა
გზაში დაწერილი წიგნიდან
დათო ტურაშვილი
24
თარგმნილი პროზა
ყველაზე სახიფათო ნადირობა
რიჩარდ კონელი
ინგლისურიდან თარგმნა მედეა ზაალიშვილმა
34
თარგმნილი პოეზია
ლექსები
როდოლფო ჰესლერი
ესპანურიდან თარგმნა ქეთი ხუსკივაძემ
36
რეცენზია
სინათლის ხმები | ქეთი ჯოლბორდის ლირიკული დღიური
როსტომ ჩხეიძე
40
რეცენზია
„იყავი მშვიდად, დრო გავა და ისევ შევხვდებით” | თეა თოფურიას „იაკობის ჭასთან”
თამთა ღონღაძე
42
პროზა
მოთხრობები ცეილონიდან
გაბრიელ ტანიე
45
რეცენზია
ყველაფერი ადამიანიდან იწყება | თამაზ ჭილაძის 4 რომანის შესახებ
მელანო კობახიძე
47
კლასიკა
დავით გურამიშვილი
ლევან ბერძენიშვილი
54
პოეზია
ლექსები
თეა თოფურია
57
რეცენზია
ლტოლვილობის პოეტიკა | ნიქო გორგილაძის კრებულზე
ლელა კურტანიძე
60
კრიტიკა
ჩვენი დროის აზრკრიმინალები | ჯორჯ ორუელის „1984“ და ქართული სინამდვილე
ირაკლი რობაქიძე
62
კრიტიკა
კონკიას თამაში
გიორგი შარაშენიძე
66
კლასიკა
ლექციები ლიტერატურაზე
ხულიო კორტასარი
ესპანურიდან თარგმნა ნათია ნაცვლიშვილმა
70
თარგმნილი პოეზია
თარგმნილი პოეზია
პაბლო ნერუდა, ნიკოლაი გუმილიოვი, მარინა ცვეტაევა
ლანა ღოღობერიძის თარგმანი
90
პროზა
Happy Day
ანა ლომთაძე
შესვლა
რეგისტრაცია