32

#32 — ყდა
#32
ივნისი, 2026
მედეა ზაალიშვილი
© მარიამო ჯანელიძე
რედაქტორებისგან

როგორ ებრძვის ლიტერატურა დავიწყებას, შიშს, დაღლილობასა და ისტორიის მძიმე ინერციას, როცა საზოგადოებას საკუთარი თავის მოსმენა უჭირს.

ნონა კუპრეიშვილის წერილი ივა ფეზუაშვილის „ედელვაისების“ შესახებ მხოლოდ ერთი რომანის შეფასება არ არის. ეს არის ფიქრი ჩვენს უახლოეს წარსულზე, პოსტსაბჭოურ მეხსიერებაზე, თავისუფლების შიშზე და იმ უცნაურ ჩვევაზე, შეიძლება ითქვას, წყევლაზეც, როცა ქვეყანა თითქოს მომავლისკენ მიდის, მაგრამ ყოველ ჯერზე წარსულის ერთსა და იმავე წრეს უბრუნდება.

საქართველო აღარ არის მხოლოდ ტკივილის პათეტიკური სახე; ის არის რთული, წინააღმდეგობრივი, შემაშფოთებელი რეალობა.

დღეს, როცა მოქალაქეობა ყოველდღიურ გამოცდად გვექცა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ლიტერატურამ არ დათმოს ნამდვილი ენა. რადგან ენა, რომელიც დღეს პროპაგანდას, სიცრუის გავრცელებას ემსახურება, ნელ-ნელა კარგავს ძალასაც და აზრის სიზუსტესაც. ამიტომ დღეს თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ალბათ სწორედ ესაა: არ შეეგუოს რეალობას, არ დამშვიდდეს ყალბი ნუგეშით და ტკივილზე ტკივილით ილაპარაკოს.

ქართული მწერლობის მთავარი მიზანი დღეს მხოლოდ კარგი წიგნების დაწერა არ არის, დღეს ლიტერატურაც ბრძოლის ერთი ფრონტია და მუდმივად უწევს ფიქრი, თუ როგორ შევინარჩუნოთ აზროვნება დაღლილ საზოგადოებაში; როგორ არ ვაქციოთ წარსული მუდმივ თავშესაფრად; როგორ ვილაპარაკოთ სამშობლოზე ისე, რომ არც ყალბ სიყვარულში ჩავვარდეთ და არც უიმედობაში; როგორ დავიცვათ ენა მაშინ, როცა მას ყოველდღე ამახინჯებენ, აუხეშებენ და პროპაგანდისთვის იყენებენ.

ამიტომ ეს ნომერი მკითხველს სთავაზობს არა მხოლოდ ლიტერატურულ ტექსტებს, არამედ ერთგვარ შინაგან დიალოგს: მწერალსა და მთარგმნელს, წარსულსა და მომავალს, ტრავმასა და თავისუფლებას, ქართულსა და მსოფლიო კულტურას შორის. იქნებ სწორედ ასეთ დიალოგში ჩნდება ის მცირე, მაგრამ აუცილებელი სივრცე, სადაც საქართველოს ნამდვილ სახეს დავინახავთ, ანდაც მისი მომავლის სახის ნათელი კონტურები გამოჩნდება.

სარჩევი
04
ინტერვიუ
ინტერვიუ მედეა ზაალიშვილთან
ესაუბრა თამარ მღებრიშვილი
08
პოეზია
კულინარიული ციკლი
პაატა შამუგია
12
პროზა
პატარა ამბები
თინათინ ხუტურიძე
16
დრამატურგია
Nightfall
გია ეძგვერაძე
22
დრამატურგია
რეცენზია გია ეძგვერაძის სცენარზე „NightFall“
მარიამ თოიძე
24
ინტერვიუ
სიგიჟის ზღვარზე სიარული | ღამისთევა ფინეგანისათვის
თამარ ლონდარიძე
30
რეცენზია
ჭავლური კალმით | ივა ფეზუაშვილის „ედელვაისების“ გამო
ნონა კუპრეიშვილი
36
კლასიკა
ჭოლა ლომთათიძის ცხოვრება, ანუ მწუხარების სამი გასაღები
თამარ მღებრიშვილი
40
თარგმნილი პოეზია
ლექსები
ილმა რაკუზა
გერმანულიდან ბელა ჩეკურიშვილმა
44
დრამატურგია
ოიდიპოსი, ანუ კოჭლი მეფე
ჟან ანუი
ფრანგულიდან და კომენტარები დაურთო ლევან ბერძენიშვილმა
შესვლა
რეგისტრაცია