27
მწერალი ირაკლი ლომოური ჩვენ თვალწინ მწერლის პორტრეტს წერს, თითქოს ახალ პორტრეტს, მაგრამ სავსეს წინაპარი მწერლების შტრიხებით.
ის გვაფიქრებს თანამედროვე მწერალზე, მწერალზე, როგორც პასუხისმგებლობიან მოქალაქეზე, გვაფიქრებს ჩვენი დროის ლიტერატურაზე, როგორც სივრცეზე, სადაც პროტესტი შეიძლება არსებობდეს უხმოდ; მაგრამ ეს ჩუმი პროტესტი შეიძლება ყველაზე ხმამაღლა ყვიროდეს და სივრცეზე, სადაც მწერალი მხოლოდ კალმით არ იბრძვის, იბრძვის საკუთარ მკითხველთან ერთად და საკუთარი მკითხველისთვის, ან პოტენციური მკითხველისთვის, რომელსაც შეიძლება ირაკლი ლომოურის სახელი ჯერაც არ გაუგია და რუსთაველზე ჩავლისას, საბავშვო ბაღიდან თუ სკოლიდან გამოსულს მშობელთან ხელჩაკიდებულს შეუმჩნევია ტროტუარზე ან გზის გადაკეტვისას გასაშლელ სკამზე ჩამომჯდარი კეთილი მეზღაპრის სახის კაცი.
ვფიქრობთ ირაკლი ლომოურის პიროვნებაზე, მწერალზე, რომელიც ტრიბუნასთან არ დგას, მაგრამ მისი პროტესტი უსამართლობის წინააღმდეგ ყველაზე მეტად ხმაურობს.
ბესიკ ხარანაული წერს, რასაც ხვარამზე ჩაუვლიდა, ყველაფერი პოეზიად გარდაიქმნებოდაო, ასეა ირაკლი ლომოურიც – გარშემო ყველაფერს აკეთილშობილებს, წმენდს, სუფთა ჰაერივითაა ამ დაბინძურებულ დროებაში.
მადლობა მწერალს, მადლობა ირაკლი ლომოურს!