11

#11 — ყდა
#11
სექტემბერი, 2024
კატია ვოლტერსი
© მარიამ სხირტლაძე
რედაქტორებისგან

ალბათ 2014 წელი იყო, ნატაშა ლომოურმა ათიოდე მწერალს რომ დაგვიძახა მწერალთა სახლში და თავისი ჩანაფიქრი გაგვანდო საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის მოწყობის თაობაზე.

2015 წლის პირველივე ფესტივალი ძალიან წარმატებული გამოვიდა. მისი მთავარი ვარსკვლავი ჟადანი გახდა, არაჩვეულებრივ რუს პოეტ ვერა პავლოვასთან ერთად, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს, მისი მოქალაქეა და ასეც მოისურვა, ამერიკის და არა რუსეთის სახელით ფესტივალში მონაწილეობა.

მწერალთა სახლის ბაღი თანდათან პოეტური კითხვების ადგილად იქცა. ყველაფერი დარბაზში იწყებოდა – დისკუსიები, შეხვედრები პროზაიკოსებთან და მოგვიანებით გარეთ გამოვდიოდით – პოეზიას უხდებოდა ეს არაჩვეულებრივი ბაღი და ლექსების ამ სივრცეში მოსმენა და გაჟღერება და ბაღსაც უხდებოდა პოეზია.

თავის ბენდთან ერთად რეზო კიკნაძეც უკრავდა, რომელიც პირველი ფესტივალიდან მოყოლებული ჩვენი ერთგულია და თუ დავუძახებთ, უყოყმანოდ მოდის ხან გახსნის დღის, ხან კი დახურვის დღის გასალამაზებლად.

ძირითადად, ფესტივალის უცხოელ მონაწილეთა რაოდენობა 20-ის ფარგლებში ტრიალებს. ცოტა ნაკლები ან ცოტა მეტი. წელს ზუსტად ოცია.
და წესით მომავალ, საიუბილეო, მეათე ფესტი ვალზე მათი რაოდენობა დაახლოებით 200-ს გაუტოლდება.

წელს ბოიკოტის გამო პირველადაა, რომ ფესტივალს მწერალთა სახლი არ უმასპინძლებს. ორგანიზაციულად ამან ბევრი ახალი სირთულე წარმოშვა, მაგრამ დასავლური ფონდებისა და საელჩოების დახმარებით მაინც ყველა წინააღმდეგობა დაიძლია. მშობლიური სივრცის მიღმა გამართული ფესტივალი შეიძლება გარკვეულწილად სევდიანიც გამოვიდეს, თუმცა, მეორე მხრივ, სხვა შემართებაც შესძინოს მას.

„პროტესტი ლიტერატურაში და მის მიღმა“ – ასეთია წლევანდელი ფესტივალის თემა და ალბათ სხვანაირად ვერც იქნებოდა.

უცხოელ ავტორებთან ერთად სხვადასხვა რაკურსით ამ თემის გაშლა და ემოციური ანალიზი წინ გველის და დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი სასარგებლო გამოცდილებად გადაიხარშება.

მთლიანობაში კი, როცა წლევანდელი პერიპეტიებიც ჩაივლის, ალბათ შეგვეძლება ვთქვათ, რომ ცხრა ფესტივალი იყო ცხრა მთა, გადალახული იმისათვის, რათა თანამედროვე ლიტერატურა ცოცხლობდეს საქართველოში და მსოფლიო რუკაზე თბილისი ცნობილი ლიტერატურული წერტილი იყოს.

შოთა იათაშვილი

სარჩევი
04
თარგმნილი პოეზია
წინა ფესტივალის გასახსენებლად
კარენ ანტაშიანი
სომხურიდან თარგმნა ასია დარბინიანმა
06
კრიტიკა
გარდასული ფესტივალები ცნობიერების ნაკადში
შოთა იათაშვილი
11
თარგმნილი პოეზია
ემა ბაღნარში
მატიე კორპატო
ფრანგულიდან თარგმნა ბაჩანა ჩაბრაძემ
14
თარგმნილი პოეზია
ყველაფერი ჩვენ გარშემო და ყველაფერი მათ გარშემო
დენვერ ბათსონი
ინგლისურიდან თარგმნა მანანა მათიაშვილმა
16
თარგმნილი პოეზია
ბეღურების ბრძოლა
ნორბერტ ჰუმელტი
გერმანულიდან თარგმნა ბელა ჩეკურიშვილმა
18
თარგმნილი პოეზია
განცხადება ბინის გაქირავების შესახებ
ვლადიმირ ნეკლიაევი
თარგმნა შოთა იათაშვილმა
20
თარგმნილი პოეზია
შესასვლელი პირველ ნათებაში
აუსტა ფანეი სიგურდარდოოუთირი
ისლანდიურიდან თარგმნა მარიამ ბაშიროვამ
22
თარგმნილი პოეზია
მიმქრალ ლამპიონთა საათი
მარლენ ტისო
ფრანგულიდან თარგმნა მაია ქაცანაშვილმა
24
თარგმნილი პოეზია
მხიარულება
იოზეფ ჰრდლიჩკა
ჩეხურიდან თარგმნა შოთა იათაშვილმა | პწკარედი ეკუთვნის სალომე ხარძეიშვილს
28
თარგმნილი პოეზია
კრებულიდან „წყალი წყალი ცეცხლი“
ლაურა აჩერბონი
იტალიურიდან თარგმნა ხათუნა ცხადაძემ
30
თარგმნილი პოეზია
ლექსები
ოლგა პოვოროზნიკი
უკრაინულიდან თარგმნა რაულ ჩილაჩავამ
33
თარგმნილი პროზა
ზანზალაკი
ურშულა ჰონეკი
პოლონურიდან თარგმნა კატია ვოლტერსმა
38
თარგმნილი პროზა
ანდერძი
არმენ ოჰანიანი
სომხურიდან თარგმნა ასია დარბინიანმა
40
თარგმნილი პოეზია
ჰავანა
როდოლფო ჰესლერი
ესპანურიდან თარგმნა ქეთი ხუსკივაძემ
41
თარგმნილი პროზა
თბილისური დღიური | ფრაგმენტები
როდოლფო ჰესლერი
ესპანურიდან თარგმნა ლანა კალანდიამ
42
თარგმნილი პროზა
მინიატურები
კარლის ვერდინში
ლატვიურიდან თარგმნა ნინო იაკობიძემ
44
რეცენზია
„ექსპერიმენტი, საქართველოს მივიწყებული რევოლუცია 1918-1921“
ერიკ ლი
ინგლისურიდან თარგმნა ნინო ბარძიმიშვილმა
46
კლასიკა
ქართველი და საბჭოელი: ტიტულირებული ერი და სტალინის აჩრდილი კავკასიაში
კლერ კაიზერი
ინგლისურიდან თარგმნა ნინო ბარძიმიშვილმა
50
ინტერვიუ
მე და ლეო | ლუკა გრიგოლია ესაუბრება ლეო ვარდიაშვილსა და ვიგდის იორთს
ლუკა გრიგოლია
შესვლა
რეგისტრაცია