06

#06 — ყდა
#06
აპრილი, 2024
არჩილ ქიქოძე
© ლევან ხერხეულიძე
რედაქტორებისგან

„ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა…“

ჟურნალის ეს ნომერი განსაკუთრებულად მრავალფეროვანი გამოვიდა, ალბათ ჩვენი მკითხველიც გვერდების გადაფურცვლისას ამას შენიშნავს.

მრავალფეროვანი ჟურნალიც ლამაზია და ქვეყანაც ლამაზია მრავალფეროვანი, ეს არის სიმდიდრეცა და ხიბლიც.

სხვა ყველაფერთან ერთად, უპირველესად ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის ყველაზე დიდი მტერი ამ მრავალფეროვნებას ებრძვის.

ეს სიჭრელე, მრავალი ხმა, პოლიფონია, მრავალი ფერი აღიზიანებს მტერსაც და მათ სამსახურში ჩამდგარ ხელისუფალსაც, რომელმაც განიზრახა, რომ სხვადასხვა გზითა და მცდელობით საკუთარი ქვეყნის მომავალი გაანადგუროს და კიდევ ერთხელ სცადოს, სისხლით მოპოვებული თავისუფლება წაართვას ხალხს.

ახლა როცა ყველა განსხვავებული ერთად ვდგავართ და ვიბრძვით თავისუფლებისთვის, ღირსებისთვის, ჩვენი მომავალი თაობების უკეთესი დღეებისთვის, განსაკუთრებული ფასი ედება ყველა ადამიანის, მოქალაქის სიტყვას და ბრძოლაში მონაწილეობას, სცენიდან ნათქვამს, ნამღერს, ახალ სტრიქონს, სტუდენტურ ხმას, სპორტულ გამარჯვებას, ყველაფერს უკვე სხვა მნიშვნელობა აქვს, სხვანაირი გამხნევების და სოლიდარობის, გაერთიანების გემო!

ერთი წლის წინ ყველამ ერთად ვაჩვენეთ ჩვენი ძალა, ჩვენი ბრძოლის სამართლიანობა, ჰოდა, ეს ომი ჯერ ბოლომდე არ მოგვიგია.

ამ ბრძოლის წინა ხაზზე ისევ ვიდგებით მწერლები ბესიკ ხარანაულის სტრიქონებით:

„სხვისი არავისი არის,
საქართველო არის შენი!

სარჩევი
04
ინტერვიუ
ყულაბებში გადასვრილი მოთხრობები | ინტერვიუ არჩილ ქიქოძესთან
ესაუბრა თინათინ ჭავჭანიძე
08
პროზა
ობი
ალეკო შუღლაძე
20
პოეზია
ახალი ლექსები
ანნა ჯავახიშვილი
24
პოეზია
საკუთარი წარსულიდან აღდგები და სხვა
ლელა კურტანიძე
28
პროზა
გზაში დაწერილი წიგნიდან
დათო ტურაშვილი
32
კლასიკა
გარდაცვალების გეოგრაფია
ბუბა კუდავა
34
რეცენზია
ქართველი პოეტი ქალების ბუმი ესპანეთში მღელვარებითა და უკრაინის მხარდაჭერით მოდის
უილიამ გონსალესი
36
რეცენზია
მსუბუქად შემოდის პიკოკი | წერილი ზაზა ბურჭულაძის რომანზე „ჩემი სიმღერა“
მარიამო ჯანელიძე
38
თარგმნილი პროზა
ჰერცოგი თავის სამფლობელოში | ნაწილი 1
ტრუმან კაპოტე
ინგლისურიდან თარგმნა ია ჯეჯელავამ
48
თარგმნილი პოეზია
საადი შირაზელის პოეზია
საადი შირაზელი
სპარსულიდან თარგმნა გიორგი ხულორდავამ
შესვლა
რეგისტრაცია