01

#01 — ყდა
#01
ნოემბერი, 2023
რედაქტორებისგან

ქართული ლიტერატურის მკითხველი, გულშემატკივარი და დაკვირვებული თვალის ადამიანი, რომელიც კარგად იცნობს ჩვენს ახლო წარსულს, რეპრესიებით, სისხლითა და უდიდესი ტრაგედიებით სავსეს, პირველი, ვინც გაახსენდება კიდევ ერთხელ აღდგენილი ჟურნალ „ქართული მწერლობის“ დანახვისას, ნიკოლო მიწიშვილი იქნება, ამ ჟურნალის დამაარსებელი და გამომცემელი. ბედუკუღმართი დროების შვილი.

ნიკოლო მიწიშვილზე კი, უპირველესად მისი „ფიქრები საქართველოზე“ გაგახსენდება, მკითხველო, რომელიც იმაზე მეტად მტკივნეულიც კი აღმოჩნდა იმდროინდელი ქართული საზოგადოებისთვის, ვიდრე, მაგალითად, თავის დროზე ილიას „ბედნიერი ერი“. ტექსტი, რომელსაც ერთი მწერალიც არ დაუტოვებია, რომ მიწიშვილისთვის პასუხი არ გაეცა და მწვავე კრიტიკის ქარცეცხლში არ გაეხვია.

…და მიწიშვილთან 1937 წელი გაგახსენდება, რომელმაც ისიც არ დაინდო, ისიც, ვინც საკუთარი იდეოლოგიის სამსახურში ჰყავდა. ასეთი ხასიათი აქვს სისტემას, ბოლოს არავის არჩევს, არავის ინდობს.

„ქართული მწერლობა“ ოცდამეერთე საუკუნის 20-იანი წლების საქართველოში რეპრესიული მანქანის წინააღმდეგ აღვადგინეთ; სიტყვის თავისუფლების დასაცავად; თავისუფალი მწერლობისა და ხელოვნების მხარდასაჭერად.

მავანმა ბერიას აჩრდილი გამოიხმო და გააღვიძა „მწერალთა სახლშიც“, მუზეუმებშიც, კინოცენტრშიც, სამხატვრო აკადემიაშიცა და კონსერვატორიაშიც, ჩვენ კეთილი, ნიჭიერი, პატრიოტი, პროფესიონალი ადამიანები უნდა გავაერთიანოთ ქართული მწერლობის, თავისუფლებისა და ძვირფასი სამშობლოს გადასარჩენად.

სარჩევი
04
კლასიკა
რუსთაველი და ჰომეროსი
ლევან ბერძენიშვილი
08
პროზა
გზაში დაწერილი წიგნიდან
დათო ტურაშვილი
12
პროზა
„დაწყევლილი დღესასწაული“
გიორგი კაკაბაძე
22
პოეზია
ყველაზე გრძელი სიყვარული
ეკა ქევანიშვილი
26
პროზა
ნეტავ, ბულბულად მაქცია…
ნანა აბულაძე
32
ინტერვიუ
უცხო | საუბარი ელა გოჩიაშვილთან
ირაკლი კაკაბაძე
34
რეცენზია
„რატომ ვთარგმნიდი, რა დროს ვწერდი“ | დავით წერედიანის „შედევრები“
თათია ჯგუშია
36
თარგმნილი პროზა
კატა და გენერალი
ნინო ხარატიშვილი
გერმანულიდან თარგმნა ნათია მიქაძე-ბახსოლიანმა
43
კლასიკა
გრიგოლ რობაქიძის ერთი ლექსი
ნუგეშა გაგნიძე
46
თარგმნილი პოეზია
ლექსები წიგნიდან „შიდასამყაროს გარესამყაროს შიდასამყარო“, 1969
პეტერ ჰანდკე
გერმანულიდან თარგმნა ზვიად რატიანმა
52
პროზა
Dum spiro spero
მაკა ლდოკონენი
შესვლა
რეგისტრაცია